აშშ-ში, ლოს-ანჯელესში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ემიგრაციის შესახებ დაწესებული ზომების წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება.
„როიტერის“ ცნობით, ვიდრე ეროვნული გვარდია ფედერალური მთავრობის შენობებს იცავდა, პოლიცია მომიტინგეების დაშლას ცდილობდა.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია დაახლოებით ოთხასი ადამიანი.
კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა თქვა, რომ მან ტრამპის ადმინისტრაციას სთხოვა, გააუქმოს ბრძანება ლოს-ანჯელესის ოლქში ეროვნული გვარდიის განლაგების შესახებ, რადგან მისი აზრით, ეს უკანონობაა.
MSNBC-თან ინტერვიუში ნიუსომმა განაცხადა, რომ გეგმავს, ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს. მან ასევე აღნიშნა, რომ ტრამპმა „შექმნა პირობები“ პროტესტებისთვის.
შეგახსენებთ, „დააკავეთ ნიღბიანი ადამიანები. სასწრაფოდ!“ – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე აღნიშნულ პროტესტთან დაკავშირებით.
ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციებზე ნიღბების გამოყენება აიკრძალება.