Monday, June 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

„ჩემს მეუღლეს სახლთან ნიღბიანები ჩაუსაფრდნენ და გაიტაცეს…“ – რას ჰყვება თინათინ ბოკუჩავა?

June 9, 2025
„ჩემს მეუღლეს სახლთან ნიღბიანები  ჩაუსაფრდნენ და გაიტაცეს…“ – რას ჰყვება თინათინ ბოკუჩავა?

ენმ-ის თავმჯდომარემ, თინათინ ბოკუჩავამ თავისი ქმრის, კოტე იოსელიანის მიერ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა.

ბოკუჩავას განცხადებით, კოტე იოსელიანს ვიდეოს ჩაწერამდე საცხოვრებელ სახლთან ჩაუსაფრდნენ, შემდეგ კი ის გაიტაცეს.

„ვა­კის აუზ­თან, სა­დაც ჩვენ ვცხოვ­რობთ სამ შვილ­თან ერ­თად, ღა­მით 5 ნიღ­ბი­ა­ნი თავს და­ეს­ხა ჩემს მე­უღ­ლეს, თუმ­ცა მძი­მე ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბის მი­ყე­ნე­ბა მათ ვერ შეძ­ლეს. ამის შემ­დეგ თვა­ლე­ბი აუხ­ვი­ეს და ჩას­ვეს მან­ქა­ნა­ში. თვა­ლე­ბახ­ვე­უ­ლი და ხე­ლებ­შეკ­რუ­ლი გა­ი­ტა­ცეს უც­ნო­ბი მი­მარ­თუ­ლე­ბით. თუმ­ცა ტრა­ექ­ტო­რი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩვენ ვვა­რა­უ­დობთ, რომ ის “მო­დუ­ლის” შე­ნო­ბა­ში ჰყავ­დათ.

ად­გილ­ზე მიყ­ვა­ნის შემ­დეგ 8 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­ზე ზე­წო­ლას ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ. ისი­ნი ჩვე­ნი 10 წლის შვი­ლის სკო­ლის და ჩვე­ნი ტყუ­პე­ბის ბა­ღის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბას უსახ­ლებ­დნენ, მას­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ზე­წო­ლა და მუ­ქა­რა და მას ემუქ­რე­ბოდ­ნენ ბავ­შვე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბით“, – ამბობს ბოკუჩავა.

შეგახსენებთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ყოფილმა წევრმა, კოტე იოსელიანმა facebook-ზე გამოაქვეყნა 50-წამიანი ვიდეო, რომელშიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.

„ვიდეოს ვწერ ბოდიშის მოსახდელად, რამდენიმე წლის წინ უტა ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო. მთელი ამ დროის განმავლობაში მუდმივად მხვდებოდა ფეისბუქპოსტები, სადაც განიხილებოდა ეს საკითხი. გულწრფელად უტას ბოდიშს ვუხდი ამის გამო, რადგან ეს იყო სიცრუე და მე მისი ორიენტაციის შესახებ არასდროს არაფერი მსმენია. ერთადერთი, რაც ვიცი, მას ყოველთვის კარგად ახასიათებენ, ნორმალური ადამიანია და მის ვაჟკაცობაზე საუბრობენ. ეს იყო ტყუილი, რაც მე ვთქვი და ბოდიშის მოხდა არასდროს არის გვიანი. რაღაც გარემოებები შეიქმნა, რის საფუძველზეც იძულებული გავხდი, ამ ფორმულირებით მეთქვა ეს ყველაფერი. მართლა გულწრფელად ვნანობ და მინდა, კიდევ ერთხელ გულწრფელად ბოდიში მოვუხადო უტა ივანიშვილს“, – ამბობს იოსელიანი ვიდეოში.

ამასთან, იოსელიანმა 2018 წელს გააკეთა განცხადება, რომლითაც მიანიშნებდა უტა ივანიშვილსა და ერთ-ერთ ცნობილ საჯარო ფიგურას, პოლიტიკოსს შორის არსებულ სასიყვარულო ურთიერთობაზე. ამ განცხადებიდან მეორე დღესვე მან საჯარო ბოდიში მოიხადა. თავად განცხადებებში ის სხვების პირად ცხოვრებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ქალაქში მოსიარულე ჭორებს მიაწერდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 🎥”ამ ადამიანს ვეძებ, სად შეიძლება ვნახო?” – გავრცელებული კადრები ნახვების რეკორდს ხსნის
  • “რუსეთი მზადაა დიპლომატიური ზომებისთვის”- ლავროვი აშშ-სთან მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობას ასახელებს
  • ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთი დაამარცხა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge