პარლამენტის ყოფილი წევრი, თამარ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რომელშიც ოპოზიციის ერთიანობის საკითხზე საუბრობს.
ის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს იხსენებს.
„ჰოდა , ეს არის სრული ლუსტრაცია! განზრახ არ ერთიანდებიან განზრახ, ეგ არის სწორედ ოლიგარქის ივანიშვილის გეგმა, ერთადერთი (მართლა ნაღდი)გამარჯვება ოპოზიციამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მივიღეთ “ძალა ერთობით” ,გაამართლა ამ ბრძოლის ფორმამ -პოლიტიკურმა პროექტმა, ხალხი გვენდო ,ყველას ახსოვს მეორე ტურის წინ თვალცრემლიანი ივანიშვილი ,მაშინ, როცა მარცხი იგრძნო და ხალხის ერთობის ძალა….(მაშინაც მამუკა ხაზარაძემ შეუსრულა ივანიშვილს თხოვნა და მიემხრო “ოცნების” მიერ წარდგენილ კანდიდატს მეორე ტურის წინ) შემდეგ ყველაფერი გააკეთა “იღვაწა”“ზოგიერთმა” ფსევდო ოპოზიციონერმა ,რომ ძალა ერთობა დაეშალა… ჰოდა შედეგი გათითოკაცების და უზარმაზარი მრავალათასიანი აქციების დაშლის ეს არის,მაშინ, როცა ოკუპანტ რუსეთს-რუსული მართვის ხელისუფლებას ვებრძვით , როცა სახელმწიფო მიტაცებულია ( სასამართლო,პროკურატურა ერთი კაცის ჯიბეშია)და ამ დროს 500 -600 ათასიან დასავლეთის მომხრე პარტიას და მის ამომრჩეველს უგულვებელჰყოფს ანუ ნაც მოძრაობას ებრძვის ზოგიერთი პოლიტიკანი და ევროპარლამენტის რეზოლუციაში ( მრავალჯერ) პოლიტპატიმრად მოხსენიებული სააკაშვილის ხსენებას უკრძალავს 600 ათას ამომრჩეველს რომელიღაც პოლიტიკოსი , ის,ან იდიოტია და პოლიტიკურად ბეცი ,ან გარიგებული !!
დიახ ,ერთობას არ აქვს ალტერნატივა“, – წერს ჩარკვიანი.