ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბიზნესმენის, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, ილონ მასკის შესახებ მორიგი კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, მასკს ბევრი ფული აქვს, ამიტომ სახელმწიფო მისთვის სუბსიდიების შეჩერების საკითხს განიხილავს.
„სიმართლე გითხრათ, იმდენად დაკავებული ვიყავი ჩინეთზე, რუსეთზე, ირანზე მუშაობით, ამდენ საკითხზე ერთდროულად ფიქრით, რომ მასკზე არ მიფიქრია. მე მას წარმატებას ვუსურვებ. ილონ მასკს ბევრი ფული აქვს – ის უამრავ სუბსიდიას იღებს სახელმწიფოსგან. ასე რომ, ჩვენ მისთვის სუბსიდიების შეჩერების საკითხს განვიხილავთ, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს სამართლიანი იქნება. სამართლიანი უნდა იყოს როგორც მისთვის, ასევე ქვეყნისთვის“, – თქვა ტრამპმა.