ხაშურში, დღეს დილით, 9 წლის ბავშვი სამსახურიდან მისულ მამას გარდაცვლილი დახვდა, დედა კი უგონო მდგომარებაში, – ინფორმაციას “მოზაიკა” ავრცელებს.
როგორც “მოზაიკას” უთხრეს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დედა ხაშურის ერთერთ საავადმყოფოში გადაიყვანა.
“მამა პოლიციელია. დილით როდესაც მორიგეობიდან სახლში დაბრუნდა, ეს ვითარება დახვდა“, – უთხრეს “მოზაიკას”.
ფაქტზე პოლიციამ გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.