სომხეთში დიდი სკანდალია – ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი გუნდი ადგილობრივ სამოციქულო ეკლესიას დაუპირისპირდნენ.
29 მაისს გამართული მთავრობის სხდომაზე პრემიერმა განაცხადა, რომ სომხური ეკლესია დაემსგავსა „საკუჭნაოს, სადაც ნაგავი ინახება”.
ამას სასულიერო პირებისა და მრევლის აღშფოთება მოჰყვა. მათ ფაშინიანი სომხური ეკლესიის მიზანმიმართულად დასუსტების მცდელობაში დაადანაშაულეს.
საპასუხოდ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოქვეყნა:
„თუ აღმოჩნდება, რომ გარეგინ II-მ მართლაც დაარღვია დაუქორწინებლობის აღთქმა და შვილი ჰყავს, ის ვერ იქნება ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი.“
2 ივნისს წმინდა ეჩმიაძინის მთავარ საკათედრო ტაძარში სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ II-ის ხელმძღვანელობით უმაღლესი სასულიერო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც ფაშინიანს უპასუხეს.
„სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის წინააღმდეგ კიდევ ერთი კამპანია დაიწყო – სახელმწიფო მოღვაწისთვის შეუფერებელი ენით, შეურაცხყოფითა და ბრალდებებით და საკუთარი თავის კანონზე მაღლა დაყენებით. უცენზურო ენით სავსე პუბლიკაციები მოკლებულია ზრდილობის ელემენტარულ ნორმებს, არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და უხეშად შეურაცხყოფს მორწმუნეთა რელიგიურ გრძნობებს. ეს პოზიცია აშკარად პოლიტიკური მიზნებით არის ნაკარნახევი და წარმოადგენს სომხური ეკლესიისა და მისი სასულიერო პირების ავტორიტეტის დაკნინების მცდელობას, რომლებიც პატივისცემით სარგებლობენ ერში ცხოვრებაში და საერთაშორისო წრეებში. მას სურს ეკლესიის ხმის ჩახშობა და მისი სოციალური გავლენის შემცირება.
მთავრობის მეთაურის ანტიეკლესიური ქცევა, ეროვნული ღირებულებებისა და ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებული პროცესები სავსეა დამანგრეველი შედეგებით და საფრთხეს უქმნის სომხურ სახელმწიფოებრიობას, ჩვენი ხალხის ერთიანობას როგორც სამშობლოში, ასევე დიასპორაში. სომხური ეკლესია ურყევად გააგრძელებს ერის ერთიანობის შენარჩუნების მისიას, წინააღმდეგობას გაუწევს დესტრუქციულ პროცესებს“, – აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში… კითხვა განაგრძეთ ბმულზე.