Saturday, June 7, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

„თუ აქვთ სურვილი, კომისიაზე მობრძანდნენ, კარი ღიაა, ნუ დაელოდებიან მოწვევას“ – ვის მიმართავს თეა წულუკიანი?

June 4, 2025
„თუ აქვთ სურვილი, კომისიაზე მობრძანდნენ, კარი ღიაა, ნუ დაელოდებიან მოწვევას“ – ვის მიმართავს თეა წულუკიანი?

დღეს საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

დღევანდელ სხდომაზე განიხილებოდა შემდეგი საკითხი – „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვის შესახებ.

კომისიამ მეცნიერებს – ლია მელიქიშვილს, გიორგი გოგოლაშვილსა და ავთანდილ არაბულს – მოუსმინა.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ სამ საათში მხოლოდ მცირე დოზით მივიღეთ ინფორმაცია იმ დიდი უბედურებაზე, რომელიც უნივერსიტეტის, ზოგადად მეცნიერების, ქართველიზმის, თუ ყველაფერი ქართულის წინააღმდეგ დატრიალდა, ეს მცირე დოზით მოწოდებული ინფორმაციაც გამოიწვევს ზოგიერთ მაშინდელ, ამ ყველაფრის ავტორსა თუ მონაწილეს შორის გარკვეულ ჟივილს, ჟივჟივსა და ხმაურს, მაგრამ ის გვარები და სახელები, ვინც ამაში მონაწილეობდნენ, იქნებოდა ეს გიგა ბოკერია, სიმონ ჯანაშია, ლევან რამიშვილი, ნახსენები იყო ვინმე ავალიანი, რომელიც შემდეგ გუბერნატორად იქცა უცბად, თეა თუთბერიძე, გიორგი კანდელაკი, მთელი ეს „კმარა“ და არა მხოლოდ „კმარას“ ორგანიზაციის ხალხი. გიორგი ონიანი, რომელიც ისეთ პოლიციელად იქცა, რომელიც ჯერ თქვენ, ღვაწლმოსილ ადამიანებს გატერორებდათ და შემდგომ „ზონდერად“იყო ჩამოყალიბებული და მე რომ მაჟორიტარად ნაძალადევის რაიონში კენჭს ვიყრიდი, იქ დაგვდევდა, რომ ან ნარკოტიკი ჩაედო ან იარაღი. ისე დაასრულა თავისი საქმე, რომ ვერ ჩამოყალიბდა ჩემთვის ნარკოტიკი უნდა ჩაედო, თუ იარაღი და ეს დილემა მის ცხოვრებას მუდმივად თან გაჰყვება.

ჩიორა თაქთაქიშვილი, რომელიც შემდეგ უკვე დეპუტატად იქცა და რეფორმებს ბატონი პავლე კუბლაშვილის მოადგილეობიდან ახორციელებდა იურიდიულ კომიტეტში- ყველა ეს ადამიანი, რა თქმა უნდა, ეს გვარ-სახელები ადამიანები არიან, მათ თავიანთი ცუდი წვლილი შეიტანეს უნივერსიტეტთან ბრძოლაში. თუ იყო რამე შესაცვლელი და გასაუმჯობესებელი, ამაზე უნივერსიტეტი უარს არ ამბობდა და აქ საჭირო იყო პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგი, მუშაობა, რაც გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე შევარდი, გამოყარე და გაყარე. ეს გაცილებით უფრო მარტივი იყო სააკაშვილისთვის და ასეც იქცეოდა. ჩვენ ამ გვარ-სახელებთან და მათ როლთან დაკავშირებით დაგვჭირდება კვლევა იმიტომ, რომ ჩვენი მიზანი არის ის, რომ ადამიანებს ვინც, აწამებდა, ანადგურებდა, აზიანებდა ქვეყანას, მათ არ ჰქონდეთ უკან მობრუნების თავისუფლება. ამიტომ, გვარ-სახელები მნიშვნელოვანია. ასევე, მათ თუ აქვთ სურვილი აქ მობრძანდნენ და დაბრძანდნენ იმ მოკლე დროში, რაც ჩვენ დაგვრჩა, ჩვენ კარი ღიაა. ნუ დაელოდებიან ჩვენს მოწვევას ან დაბარებას. გასაგებია,რომ ჩვენ რომ ვიბარებთ, იმალებიან. ალბათ, მარტივია, რომ ქალ ან კაც მეცნიერს დაეტაკო და გამოაძევო რექტორის კაბინეტიდან, მაგრამ აქ მოსვლა, როგორც ჩანს, გაცილებით უფრო რთულია და მამაცობას საჭიროებს, მაგრამ ჩვენი კარი ღიაა. იმ გვარებს და სახელებს, ვინც ჩამოვთვალე, სანამ ჩვენ დავიბარებთ, შეუძლიათ თავად მობრძანდნენ. მომდევნო ნებისმიერ სხდომაზე ჩვენ მათ მოვუსმენთ, თუ უკვე ზოგიერთი მათგანი ქვეყნიდან არ არის გაქცეული“, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “დასკვნას ველოდებით“- ხაშურში მომხდარ ტრაგედიაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
  • 🎥”აუცილებლად უნდა ჩავწერო ეს ვიდეო”- თამუნა მდივანი, რომელსაც შვილი გარდაეცვალა, მიმართვას ავრცელებს
  • 🎥”ძალიან სასტიკ რაღაცებს ვამბობ, სჯობს, ახლავე გამორთოთ, თუ ეს თემა მძიმეა” – მაია ასათიანი მიმართვას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge