ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, – ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
როგორც მედია წერს, მოკლულის მანქანა სავარაუდოდ, კვალის წაშლის მიზნით მდინარეში გადაგდეს.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.