პიარსპეციალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც რუსეთთან ურთიერთობის დალაგების საკითხში, თავისი როლის შესახებ საუბრობს.
„10 წელი გასულა!
“სააკაშვილიდან -ივანიშვილამდე!!”
მე გავბედე და წავაკითხე ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია
გერმანიას, ბელგიას, მოლდოვას, რუსეთს, უკრაინას.
ამბავი კი ასე დაიწყო : ათი წლის წინ, როდესაც გაჩნდა აუცილებლობა საქართველოს ეკონომიკის დალაგების რუსეთთან,
როგორც ყველაზე მსხვილ იმპორტიორ-
ექსპორტიორთან, როდესაც ყველა ცნობილი ქართული ბრენდები, მინერალური წყლები, ღვინის,
ციტრუსის,
ვაშლის, მწვანილის და ა.შ. კომპანიები მუხლისჩოქა მევედრებოდნენ
გამომეყენებინა ჩემს ხელთ არსებული კონტაქტები და დამეწყო რუსეთთან ურთიერთობის დალაგება,
მე “ამოვწიე” 2009 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე რუსი გამომცემლებისგან მიღებული წინადადება, რომ
თუ ოდესმე გერმანიის გარდა, მომინდება რუსულენოვან ქვეყნებში კერძოდ, რუსეთში, მოლდოვასა და უკრაინაში ტრილოგიის გამოშვება
” მე,პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი” , ისინი მზად არიან ყველაზე მსხვილი გამომცემლობა АСТ – შემომთავაზონ.
კონტაქტი და კონტრაქტი შედგა შემდეგი დათქმით, რომ წიგნი, რომელიც 2009 წელს ფრანკფურტში დაჯილდოვდა, როგორც წლის საუკეთესო რომანი და აღწერდა საქართველოს ისტორიას 1975-2009 წლის ჩათვლით, გაგრძელდებოდა დროში და სააკაშვილის შემდგომ პერიოდსაც მოიცავდა.
რა მექნა?
გადავკეტე სახლის კარები და ერთი კვირა დამჭირდა სისხლით და ოფლით დამეწერა ყველაფერი რაც ჩვენს ჭირნახულ ქვეყანაში მოხდა
იმ ავად სახსენებელ წლებში,
როგორ იხსნა ქვეყანა ივანიშვილმა, რა ხდებოდა ციხეებში, როგორ ვილტვით დამოუკიდებლობისკენ…
ათი წლის წინ, დღეის სწორს როცა ყველაფერი თითქოს გადაწყვეტილი იყო, მოსკოვში, ჩემს სასტუმრო ნომერში გაისმა იგორ კოლომოისკის ზარი მუქარით, რომ ეს წიგნი არ დაიბეჭდება, რომ მას სააკაშვილზე თავისი ხედვები აქვს!!!!
ამას მოყვა АСТ-დან ზარი, რომ მიუხედავად იმისა, რომ წიგნი ძალიან მოსწონთ, ვერ დაბეჭდავენ და ვერ დააფინანსებენ!
არადა საქართველოდან უკვე ჩამოტანილია თამარ ნადირაძის Tamar Nadiradze ქართული კაბების კოლექცია, მოწვეულია ქართული ანსამბლი და რაც მთავარია გზაშია ტორტი, წიგნის ყდის პრინტით.
როგორია????
მე კრიზის მენეჯერი ვარ. ხოდა ვიმოქმედე!გავყიდე ბოლო ოქროს ბეჭედი, რომელიც გამაჩნდა და წიგნი სასწრაფო წესით მაინც დავბეჭდე!!!
აქვე მინდა ავღნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, რომ კეთდებოდა დიდი საქმე ქართული ბიზნესისთვის გელა ცერცვაძის Гела Церцвадзе გარდა ადამიანს არ მოსვლია თავში კითხვა:
– იქნებ დახმარება გჭირდება?
მაშინ გელამ შუა მოსკოვში, საკუთარ ფეშენებელურ რესტორანში საოცარი პრეზენტაცია მაჩუქა.
მერე არბატზე, წიგნების მაღაზიაში მქონდა შეხვედები მკითხველებთან,
მერე გაიხსნა ბიზნესი ჩვენი მუდამ მოწუწუნე ელიტისთვის,
მერე დაიწყო მიმოსვლა…
ჩემი წვლილი არავის გახსენებია…
მე კი იმ დღეებიდან რუსი მწერლების და ლიტერატორების დიდი სიყვარული დამრჩა.
В четверг днём в ресторане “Марани” прошла презентация книги Лали Морошкиной “Я, президент и чемпион мира”, важной для понимания того, что произошло в Грузии и происходит сегодня на Украине. Книга не только великолепно написана и не имеет информационных аналогов, т.к. Лали Морошкина сперва училась с Саакашвили в одном классе, а потом работала в одном правительстве. Грузинки всегда чем-нибудь удивят!
Мария Арбатова.
P.S.კიევში წიგნი იმ დღესვე აკრძალეს,რა წუთში მაღაზიის დახლებზე აღმოჩნდა…
ზარალი არავის აუნაზღაურებია.
ხო, ვფიქრობ დროა ეს წიგნი ისევ გამოიცეს საქართველოში,თუმცა ვეჭვობ, რომ “კვირის პალიტრა” და ” ბიბლუსი”,
მიუხედავად “გიჟური” გაყიდვებისა,
მიზეზთა გამო ამჯერად არ მეპარტნიორებიან. 🙂
თუმცა…..“, – წერს ის.