ჩემპიონთა ლიგის 2024/2025 წლის სეზონის გამარჯვებული “პარი სენ-ჟერმენია“ – ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა ინტერს 5:0 სძლია.
“პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვების შემდეგ საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში არეულობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ლე ფიგარო“ ავრცელებს. პსჟ-ისა და მილანის „ინტერს“ შორის მატჩი მიუნხენში გაიმართა, თუმცა ფინალს პარიზში, პსჟ-ის სტადიონზე, „პარკ დე პრენსზე“, დიდ ეკრანზე დაახლოებით 48 000 გულშემატკივარი ადევნებდა თვალს.
როგორც ცნობილია, პოლიციამ სულ მცირე 559 ადამიანი დააკავა.
გრენობლში მანქანა გულშემატკივრების ბრბოში შევარდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა. მძღოლი პოლიციას ჩაბარდა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია ერთი გარდაცვლილის შესახებაც. სამხრეთ-დასავლეთ ქალაქ დაქსში 17 წლის ბიჭი დანით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა