Monday, December 29, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თუ რამეში ვცდები, გთხოვთ, მიპასუხეთ – ზაზა სარალიძის წერილი პატრიარქს

October 29, 2021
თუ რამეში ვცდები, გთხოვთ, მიპასუხეთ – ზაზა სარალიძის წერილი პატრიარქს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სოციალური ქსელის მეშვეობით, საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს ილია მეორეს მიმართავს:

“დაწყებული დასასრულის დასრულების დროც დადგა…

დიდხანს სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უფლის წყალობა არ მოკლებოდეს ჩვენს უწმინდესსა და უნეტარესს სულიერ მამას. მადლობა უფალს, რომ თქვენ გვყავხართ…

მაპატიეთ თქვენო უწმინდესობავ, მაგრამ აქ გლეხი ადამიანის ფასი არ იციან და არც არასდროს ეცოდინებათ. წყლის ზედაპირზე გავლა და ტალახიანი წყლიდან სუფთად გამოსვლა მხოლოდ უფალს შეუძლია, ჩემი წყალი კი 2017 წლის 1 დეკემბერს აიმღვრა და ადიდდა. ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, ეს წყალი არც ცხრება და არც იწმინდება, სამწუხაროდ უფრო და უფრო ემატება…

ვერსად ვერ ვნახე გლეხი ადამიანის დასაცავი მექანიზმი, იმიტომ, რომ არ არსებობს.

ნებისმიერ იურისტს ვეკითხები, მანახეთ, ჯერ მოკლული ადამიანის ღირსება რითია დაცული და შემდეგ, ამ ქვეყანაზე დარჩენილი მოკლული ადამიანის ოჯახი რითია დაცული, ან საერთოდ ვინ ვართ ჩვენ დღევანდელი კანონისთვის?!  – არავინ!!! იმიტომ, რომ ჩვენ უკვე მოგვიკლეს და აღარ ვარ არავინ, ამას მეუბნება დღევანდელი კონსტიტუცია ჩემი გადმოსახედიდან.

თუ რამეში ვცდები, გთხოვთ, მიპასუხეთ!!!

თუ თქვენც იმ აზრზე ხართ, “მკვდარს ვერაფერს ვუშველით”???

გუშინდელმა ინციდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დაზარალებულის ფეხებზე დაკიდებას…

არაერთ მთავრობის დეპუტატთან მქონდა შეხება პირდაპირ და არაპირდაპირ, და მადლობას ვუხდი ვინც დაიჯერა, რომ პოლიტიკა არ მადარდებდა და სოლიდარობასაც გვიცხადებდა ოჯახს, მიხვდებიან თავად ვისაც ვგულისხმობ, თქვენი სიტყვები ამ ბრძოლაში ძალას მიმატებდა, მაგრამ როგორც ჩანს, ვერც თქვენ და თავად ივანიშვილმა ვერ გააგებინეთ ამ უდღეურებს, რას ნიშნავს გლეხი და გლეხისთვის ოჯახი, მითუმეტეს განადგურებული ოჯახი!!!

ბოლო თვრამეტი წელი წაშალეს ისტორიიდან, საერთოდ არაფერი არაა გასახსენებელი, ზიზღის, ერთმანეთის დევნის, გლეხის განადგურების, ძმათა კვლის და ქვეყნის განადგურების მეტი!!!

წიფლის ხიდან – მუხის ხემდე გზას გაუმარჯოს რაც მთავარია!!!

ღმერთო დიდებულო!

დალოცე და გააძლიერე საქართველო საქართველოში და საქართველო საქართველოს გარეთ!!!”, – წერს ზაზა სარალიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი”- გაფრთხილება მოსახლეობას
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი?
  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge