თეთრს სახლში, მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან ილონ მასკის გადადგომასთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გაიმართა.
პრეზიდენტმა ტრამპმა მასკს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მადლიერების ნიშნად, ხის ყუთში ჩადებული დიდი ოქროს გასაღები აჩუქა. პრეზიდენტმა თქვა, რომ ასეთ საჩუქარს, ქვეყნის სახელით მადლობის ნიშნად, მხოლოდ „განსაკუთრებულ ადამიანებს“ აძლევს.
ტრამპის თქმით, ილონ მასკმა ფუნდამენტური ცვლილებები მოახდინა სახელმწიფო მოხელეების მუშაობის სტილზე.
„ყველა ფედერალური დეპარტამენტის უფროს რგოლებში აზროვნება ნამდვილად შეიცვალა“, – განაცხადა მან.
დონალდ ტრამპა თქვა, რომ მასკი მსოფლიოში დღემდე ყველაზე დიდი ბიზნესმენია.
მისივე აღნიშვნით, მასკის დამსახურებით უამრავი უსარგებლო და არასაჭირო კონტრაქტის შეწყვეტა მოხდა და ამჟამად კიდევ ბევრი სხვა კონტრაქტი განიხილება.