აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან ილონ მასკის გადადგომასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე, რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების დაბომბვის შესახებ კომენტარი გააკეთა.
„მე ვნახე ისეთი რამ, რამაც ძალიან გამაკვირვა. რაკეტებით დაბომბეს კიევის მსგავსი ქალაქები მოლაპარაკებების დროს, რომელიც, მეგონა, დასრულებასთან ახლოს იყო. ამიტომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, ბოლო კვირაში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში, სულ მცირე, 5 000 ადამიანი დაიღუპა.
„მინდა, რომ ეს შეწყდეს“, – დასძინა მან.