ამ წუთებში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სიტყვით გამოსვლისას, მელიამ თავისი გუშინდელი დაკავების შესახებ ისაუბრა.
„გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად მივდიოდი, მოხდა ჩემი გატაცება და არა დაკავება. პატრულმა გაგვაჩერა, რომელიც იყო ანერვიულებული, მართვის მოწმობა მოითხოვეს, ცხადი იყო ის რომ ყველაფერი აინტერესებდა, მართვის კოწმობის ვარდა, ამ დროს რაციაში ხმა გაისმა, ობიექტი თუ იჯდა მანქანაში, გასაგები იყოო რაც ხდებოდა. 11 ადამაინი იყო ფურგონში ვინც გამიტაცა, არანაირი ნიშანი არ ჰქონდთ, რომ იყვნენ პოლიციეელები.
აგრესიული ძალის გამოყენებით წამიყვანეს, მობილური წამართვეს, მერე კოდის გახსნას ცდილობდნენ რომ სახეზე მოედოთ, ბნელ ფურგონში ეს ვერ მოხერხდა.
მარშუტკაში ჩასმის მერე მობილური არ გამოურთიათ, ვიდეობს იღებდნენ და სიამაყით უგზავნიდნენ ხელმძღვანელობას. ჩვენ გვქონდა აღბეჭდილი გატაცება და გაანადგურეს“, – თქვა მელიამ.
შეგახსენებთ, მელია გვიან ღამით, ლისის ტბის ასახვევთან დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნიკა მელია დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამართალდამცავთა სიტყვიერ ან/და სხვაგვარ შეურაცხმყოფელ ქმედებას მათი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.
დღევანდელი სასამართლო პროცესი ეხება საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აღძრულ ბრალდებას.
მელიას გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომლის გახადდაზეც მან უარი განაცხადა.