Sunday, June 8, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

„აშშ უნდა იყოს ჩვენი მეგობარი და არა მბრძანებელი“ – კახა კალაძე

May 28, 2025
„აშშ უნდა იყოს ჩვენი მეგობარი და არა მბრძანებელი“ – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, საქართველოში აშშ-ის სალჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„მე დარწმუნებული ვარ, ბატონი ბიძინა თავად გააკეთებს განმარტებას ამასთან დაკავშირებით, თუმცა მე გეტყვით ჩემს პირად დამოკიდებულებას: ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ მინდა, დავადასტურო, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყება. ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. ურთიერთობების გადატვირთვა პრინციპულად მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ის დამოკიდებულება, რაც იყო წლების განმავლობაში, კატეგორიულად მიუღებელია. აშშ უნდა იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მეგობარი და არა მბრძანებელი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ აღდგეს ურთიერთობები, ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, მაგრამ ეს უნდა იყოს მეგობრული და პარტნიორული.
როდესაც სანქცირებულია ჩვენი ქვეყნის რამდენიმე თანამდებობის პირი, დასანქცირებულია ბატონი ბიძინა ივანიშვილი, თან რის გამო? იმისთვის, რომ დავიცავით ჩვენი ქვეყნის ინტერესები და არავის მივეცით შესაძლებლობა, რომ იგივე პროცესები წარმართულიყო საქართველოში, რაც მოხდა უკრაინასთან მიმართებაში. ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, არავის ვერჩით და ვებრძვით, ვიცავთ საკუთარ ქვეყანას და ხალხს, ჩვენი ქვეყნის მომავალს. თქვენ ნახეთ გუშინ აშშ-ის პრეზიდენტის მილოცვა პრეზიდენტ ყაველაშვილის მიმართ, ქართველი ხალხის მიმართ და ამას, რა თქმა უნდა, მივესალმებით. მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან“, – თქვა კალაძემ.

შეგახსენებთ, აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ „სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, რათა შეეტყობინებინა ადმინისტრაციის გზავნილი და კიდევ ერთხელ გადაეცა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართ“, თუმცა ივანიშვილმა შეხვედრაზე უარი თქვა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისის რომელ მონაკვეთზე აიკრძალება გადაადგილება აგვისტოს ბოლომდე? – დედაქალაქის მერია განცხადებას ავრცელებს
  • ათონის მთაზე 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
  • უბედური შემთხვევა ხონში – ტაძარში ფრესკის ხატვისას მამაკაცი გადმოვარდა და დაიღუპა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge