რუსეთის დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი TBILISI OPEN AIR-ზე ქართველი მუსიკოსის, ერეკლე გეწაძის პერფონმანსთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძის შეფასებას ეხმაურება.
„თბილისში სცენაზე მომღერალი ერეკლე გეწაძის დროშით გამოსვლა გამოიყურება არა როგორც სიმამაცედ, არამედ ბანალურ სითავხედედ, რომელიც ეპატაჟის კაშკაშა შეფუთვაშია გახვეული. სწორად მოიქცა ირაკლი კობახიძე, რომ ინციდენტი დაგმო…
ქართული კულტურა ეს არაა. [ქართული კულტურა] არის სუფრა, რომელთანაც გამოინახება ადგილი ძველი მეგობრისთვისაც და მისთვისაც, ვისთანაც დავა გქონდა. [ქართული კულტურა] არის სადღეგრძელო, რომელსაც ჯერ უსმენენ და შემდეგ ამბობენ. [ქართული კულტურა] არის პატივისცემა, რომლის შოუთი ჩანაცვლებაც არ შეიძლება…
ეს არაა გამოხატვის თავისუფლება, ეს არის სრული უტვინობა, პირდაპირი და სულელური შეურაცხყოფა…“, – აღნიშნა გავრილოვმა.
შეგახსენებთ, ერეკლე გეწაძის პერფონმანსთან დაკავშირებით, გუშინ კობახიძემ თქვა: „ჩემთვის საინტერესო არ არის რა კომენტარს აკეთებს რუსული მხარე, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რა მნიშვნელობა აქვს იქ რა დროშაზეა საუბარი, როდესაც გამოდიხარ რამდენიმე ათასი ადამიანის წინაშე და ასეთ რაღაცას აკეთებ, ეს ნამდვილად არ შეესაბამება ქართულ კულტურას, ეს არის უბრალოდ უკულტურობა.“