ირაკლი კობახიძე 26 მაისისადმი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მილოცვას გამოეხმაურა.
„ნახეთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტიდან გავრცელდა მილოცვა ადრესატის გარეშე. ასევე ნახეთ, რომ ელჩი არ ესწრებოდა ღონისძიებას.
აშკარად გამოჩნდა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ხაზით უპირატესობა ჰქონდა „დიფ სთეითს” და ამას უავშირდება ის აქტები, რაც მივიღეთ. დიფ სთეითი“ მძლავრობს, ამას ვხედავთ. თუ „დიფ სთეითმა“ უნდა განსაზღვროს ამერიკული მილოცვები, ამას ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს. ეს არის მთლიანად ბიუროკრატიაში ჩაბუდებული სისტემა. მიმდინარეობს ბრძოლა”.
შეგახსენებთ, რუბიომ 26 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ეს ეროვნული დღე ქართველ ხალხს მიულოცა.