Sunday, June 29, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გამარჯვებული ვართ იმიტომ, რომ არცერთმა პატიმარმა თავის ღირსებაზე უარი არ თქვა და ერთად დგანან” – სალომე ზურაბიშვილი

May 26, 2025
“გამარჯვებული ვართ იმიტომ, რომ არცერთმა პატიმარმა თავის ღირსებაზე უარი არ თქვა და ერთად დგანან” – სალომე ზურაბიშვილი

“გამარჯვებული ვართ იმიტომ, რომ არცერთმა პატიმარმა თავის ღირსებაზე უარი არ თქვა და ერთად დგანან” – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“გაუმარჯოს დამოუკიდებლობას, გაუმარჯოს საქართველოს!

დღეს ბევრი შეიძლება კითხულობდეს, რა დროს ზეიმია, რატომ ვზეიმობთ 26 მაისს, რატომ ვზეიმობთ იმ დროს, როცა პატიმრები ციხეში არიან სრულიად უსამართლოდ და მათი მშობლები აქ დგანან. რატომ ვზეიმობთ, როცა ქვეყანაში სუფევს უსამართლობა, როცა დღითი დღე აქრობენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას, როცა უწყობენ ხელს და შემოჰყავთ საუკუნოვანი მტერი. რატომ ვზეიმობთ, ეს კითხვა ყველას გვაქვს ჩვენ იმიტომ ვზეიმობთ, რომ უკვე გამარჯვებულები ვართ. უკვე გამარჯვებული ვართ იმიტომ, რომ საუკუნეების მანძილზე საქართველოს ყველაფერს გაუძლო და მოვიდა დღემდე, უკვე გამარჯვებულები ვართ იმიტომ, რომ 117 წლის წინ საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. გამარჯვებულები ვართ იმიტომ, რომ ოკუპაციიდან 70 წლის შემდეგ საქართველომ აღადგინა თავისი დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს. იმიტომ ვართ გამარჯვებულები, რომ რეფერენდუმი ჩატარდა და ყველანი ერთად ვიყავით და ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ დამოუკიდებლობა უნდა დაგვებრუნებინა და აღგვედგინა. ჩვენ იმიტომ ვართ გამარჯვებულები, რომ უკვე ორი წელია, საქართველო ქუჩაში დგას და იდგა ყოველ ჯერზე, როცა მისი დამოუკიდებლობა, მისი თავისუფლება, მისი მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. იდგა 2008 წელს, როცა შემოვიდა რუსეთი. დგას არჩევნებიდან 7 თვის შემდეგ და 6 თვე მას მერე, რაც არალეგიტიმურმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ შეეწყვიტა ჩვენი გზა ევროპისკენ. დგას საქართველო და ამიტომ გამარჯვებულია.

გამარჯვებულია ერთი ქალი, რომელიც ყველას უძლებს და მას ჰქვია მზია და ის არის ჩვენი სახე და ჩვენი ღირსება. გამარჯვებულია იმიტომ, რომ არცერთმა პატიმარმა თავის ღირსებაზე უარი არ თქვა, იმიტომ, რომ არცერთმა მშობელმა თავის შვილის ღირსებაზე უარი არ თქვა და ყველანი ერთად დგანან დღეს, როგორც ჩვენი ღირსების სიმბოლოები.

ამიტომ, გვაქვს უფლება, რომ დღეს აქ ერთად ვიზეიმოთ 26 მაისი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • იწვიმებს თუ არა დღეს? – სინოპტიკოსების პროგნოზი
  • 1 აგვისტოდან ამოქმედდება – საყურადღებო ინფორმაცია მძღოლებისთვის
  • რა კომენტარი გააკეთა ილია თოფურიამ გამარჯვების შემდეგ?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge