საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს:
“წინააღმდეგობის პლატფორმის” განცხადება
🔹 26 მაისი უმნიშვნელოვანესი დღეა საქართველოს ისტორიაში.
დღე, როცა გამოცხადდა ადამიანის უფლებებზე, კანონის უზენაესობაზე, ჭეშმარიტ ქართულ, მაშასადამე, ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული, დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
🔹 ეს საზეიმო დღეა საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის.
26 მაისს საქართველოს მთავარ გამზირზე სწორედ ამ სულისკვეთებით ვიკრიბებით – ერთად ვზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობას და კიდევ ერთხელ ერთხმად და ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ ჩვენი თაობა აუცილებლად განამტკიცებს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეას, დაუბრუნებს საქართველოს მის კუთვნილ ადგილს ერთიან ევროპულ ოჯახში.
🔹“ქართული ოცნების” არალეგიტიმური რეჟიმი, რომელიც ძალადობისა და არასტაბილურობის მთავარი წყაროა, არ წყვეტს განცხადებებს თითქოს 26 მაისს ვინმე პროვოკაციულ ქმედებებს გეგმავს.
🔹 მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს რუსთაველის გამზირზე მრავალფეროვანი ქართული საზოგადოება იკრიბება ერთადერთი მიზნით – დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად.
🔹 ერთადერთი ძალა, რომელიც აწყობს პროვოკაციებს საკუთარი მოქალაქეებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ არის ივანიშვილის რუსული რეჟიმი.
🔹 26 მაისს ყველას გეპატიჟებით რუსთაველის გამზირზე.
🔹 ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!”