უმძიმესი ზამთარი გველოდება, თუ კიდევ მინიმუმ მილიონამდე ჩვენი მოქალაქე არ აიცრება – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტმა, აკაკი ზოიძემ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
„უმძიმესი ზამთარი გველოდება, თუ ვერ შევძელთ ის, რომ ვერ ავცერით კიდევ მინიმუმ მილიონამდე ჩვენი მოქალაქე იმისთვის, რომ რაღაც დონის საზოგადოებრივ იმუნიტეტს მივაღწიოთ. ეს იმუნიტეტი დღეს უკვე შველის ადამიანებს თბილისსა და აჭარაში, სადაც ყველაზე ნაკლებია 100 000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
საქართველოში კორონავირუსის 4 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 953 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 43 პაციენტი.
ამასთან, 25 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 942 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 650 პაციენტი, გარდაიცვალა 46.
https://mix.metronome.ge/22700-2/