აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს უცხოელი სტუდენტების მიღების უფლებამოსილება გაუუქმა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების მდივანმა კრისტი ნოემმა X-ზე დაწერა, რომ ადმინისტრაციამ ჰარვარდს “სტუდენტური და გაცვლითი პროგრამის ვიზიტორთა სერტიფიკატი” კანონის შეუსრულებლობის გამო გაუუქმა.
“ეს გაფრთხილება იყოს ქვეყნის მასშტაბით ყველა უნივერსიტეტისა და აკადემიური დაწესებულებისთვის,” – დაწერა მან.
Reuters-ი წერს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება აიძულებს იმ უცხოელ სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტში სწავლობენ, სხვა უნივერსიტეტებში გადავიდნენ, ან იურიდიული სტატუსი დაკარგონ.
ჰარვარდმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ეს ნაბიჯი უკანონოა.