ჟურნალისტი ინგა გრიგგოლია ზურა გირჩი ჯაფარიძისთვის პატიმრობის შეფარდებას სოციალურ ქსელში შემდეგნაირად ეხმაურება.
“დაიჭირეს ჯაფარა
ღმერთო, მჯერა, რომ ამ სურვილს ამისრულებ- ქოცების დამპალი რეჟიმის სასასამართლოები და დაჭერები მე გამაშუქებინე 
განსასჯელის სკამზე თავად რომ დაეგდებიან, ეგ რომ არ გავაშუქო,ისე არ დაამთავრო ჩემი პროფესიული ცხოვრება
ცეცხლი ოლიგარქიას!
მილიონი გული ჯაფარას”- წერს ინგა გრიგოლია.
ცნობისთვის, დღეს, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალა – პოლიტიკოსი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.
წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, ჯაფარიძეს ბრალი 16 აპრილს წარუდგინეს. ამავე დღეს, სასამართლომ პოლიტიკოსს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
