“ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს საპატრულო პოლიციის მიერ მოკლული გიორგი გამცემლიძის მამამ, ჯამბულ გამცემლიძემ “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა:
“კვლავ გვიწევს მე და ქალბატონ ია მეტრეველს სხვადასხვა ტელევიზიებში მისვლა და მოწოდება იმისა, რომ ნაცხროვა ,,ხიხიაა”. რა გვემართება ბატონებო, ნუთუ, ასე გაუცხოვდით საკუთარ ქართულ ხასიათს? ნუთუ, მკვლელები და მწამებლები გახდა ჩვენი წინ წამოსაწევი? – და თუ ეს ასე არ არიs, მაშ ვინ აძლევს მათ ხმას? საიდან აგროვებენ ამდენ ხმას? იქნებ ის არ გჯერათ ჩვენი შვილები რომ დახოცეს ქუჩაში ბეღურებივით?!
დღეს, როგორ შეიძლება მელიას ხმა მისცე და ითხოვდე მიხაკას ციხიდან გამოშვებას, განა, არსებობს დანაშაული რაც ნაცხროვას არ ჩაუდენიაა?!
და კიდევ, არც ის არ გაიფიქროს ვინმემ, რომ მიხაკას როგორმე სასჯელი შეუმსუბუქოს, ან შეიწყალოს! ხალხი უკვე გამხეცებულია და კბილებით უჭირავს ემოციები, ვერავის ვერაფერს ვეღარ აპატიებს და წალეკავს ყველაფერს!
რაღაცატომ ჩვენ დაზარალებულებად მოგვიხსენიებენ, დაზარალებული ჩემი ქვეყანაა, იმიტომ, რომ საჯიშე ბიჭები და გოგონები მოუკლეს, ჩვენ დაღუპულები ვართ, წაგვართვეს ყველაზე საყვარელი შვილები და დაგვიკარგეს სიცოცხლის სურვილი.
ჭკუით ქართველებო, “ეშმაკს არ სძინავს”, ერთხელ და სამუდამოდ მოვიშოროთ ნაცხროვა და მივცეთ ჩვენ ქვეყანას განვითარების შანსი”, – წერს გამცემლიძე სოციალურ ქსელში.
https://mix.metronome.ge/22046-2/