„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ Sky Sport-ს ინტერვიუ მისცა.
მან პარიზული კლუბის, ჩემპიონთა ლიგის მოახლოვებული ფინალისა და „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა.
„როდესაც პსჟ-სთან კონტრაქტი გავაფორმე, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ყველაფერი ასე სწრაფად მოხდებოდა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ფინალში ვითამაშებ, ეს ოცნება იყო. თბილისიდან გრძელი მოგზაურობა იყო, რთული მომენტებიც გამოვიარე, მაგრამ გადავლახე და ყველა ფეხბურთელის კარიერაში ძალიან მნიშვნელოვანია ამის გაკეთება. საქართველო ყოველთვის ჩემთან ერთადაა, საქართველომ ბევრი რამ მომცა, ვამაყობ, რომ ქართველი ვარ, მინდა, ჩემს ქვეყანას დავეხმარო. ქართველი ფეხბურთელებისთვის დიდ ლიგებში თამაში რთულია, ამიტომ, ვცდილობ, ეს ყველაფერი შეიცვალოს.
„ინტერთან“ მითამაშია, მაგრამ ამ მხრივ არ მგონია, ლუის ენრიკეს ჩემი დახმარება სჭირდებოდეს. ის და მისი სტაფი უყურებენ მატჩებს და ჩემზე მეტად იციან, რა არის საჭირო. თუმცა, მეც ვიცი, რამდენად ძლიერია „ინტერი“, თუ ჩემი დახმარება დასჭირდებათ, მზად ვიქნები.
დიახ, მართალია, ფაბიან რუისთან და ჯიჯო დონარუმასთან ერთად „ნაპოლის“ თამაშებს ვუყურებ. ჩვენ გვიყვარს „ნაპოლი“. ვფიქრობ, ეს გუნდი სკუდეტოს მოიგებს და ნეაპოლელი ხალხისთვის დამსახურებული ზეიმი იქნება“, – თქვა კვარამ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს რიგებში დღემდე ყველა ტურნირზე 24 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 6 გოლით, 5 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოირჩა.
თარგმანი: worldsport.ge