„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„პოლიტიკოსები არიან ჩვეულებრივი ადამიანები
მათ აქვთ პრობლემები, პასუხისმგებლობები, ვალდებულებები, რომელთა 99%-ის შესახებ ხშირ შემთხვევაში ჩვენ არაფერი ვიცით
გირაოს გადახდა არავის იცავს ციხით სასჯელიგან
ამის გამო ადამიანების დამუნათება არ არის სწორი
ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით
ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში“, – წერს ის.
შეგახსენებთ, ჯაფარიძეს დღეს, 15:00 სთ-ზე, სასამართლო პროცესი აქვს. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისა და ამის გამო, დაკისრებული გირაოს არგადახდის მოტივით, შესაძლოა, მას პატიმრობა მიესაჯოს.
ზემოაღნიშნული გირაოს გადახდას აპირებენ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ვაშაძე და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე. მათ ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებაში მწვავე რეაქცია მოჰყვა. ზურაბ ჯაფარიძის პოსტი სწორედ ამ რეაქციას ეხმაურება.