წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატები, მოქალაქეებთან შეხვედრებს განაგრძობენ. მათ მოთხოვნებსა და პრობლემებს ადგილზე ეცნობიან.
“ქართული ოცნების” კანდიდატებს მხარდაჭერას უცხადებენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მათ შორის არიან მსახიობები და მომღერლები.
მსახიობი, მოცეკვავე გივი სიხარულიძე “POSTV”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” მომხრეა.
“მე არ არც “ოცნების” წევრი ვარ, არც “ნაციონალური მოძრაობის”, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვარ “ოცნების” მხარეს. აქ, ქართული სული ტრიალებს, სიყვარულია ქართველი ერის მიმართ”, – განაცხადა გივი სიხარულიძემ.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ხუთ თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში ჩატარდება.