Sunday, December 28, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სოც.ქსელები

რამე რომ დაემართოს, იმ დღეს კი არა, იმ წამს დასრულდება ეს მთავრობა – მერწმუნეთ, ბევრი ადამიანია გარდაცვლილი ასეთ სახიფათო “თამაშში” – ფანჯიკიძე

October 25, 2021
რამე რომ დაემართოს, იმ დღეს კი არა, იმ წამს დასრულდება ეს მთავრობა – მერწმუნეთ, ბევრი ადამიანია გარდაცვლილი ასეთ სახიფათო “თამაშში” – ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის საკითხთან დაკავშირებით “ფეისბუქის” პირად გვერდზე შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

“რამე რომ დაემართოს, იმ დღეს კი არა, იმ წამს დასრულდება ეს მთავრობა და გული ძალიან ცოტას დაწყდება ამაზე. ყველაზე დიდი განძი მათთვისაა სააკაშვილის სიცოცხლე. იმედია, გამოცდილებით დასწავლილი ამდენი ლოგიკა და პრაგმატიზმი შემორჩენილი აქვთ. პირველი ორი-სამი წლის შემდეგ, რაც ქვეყნის განვითარების ყველა მნიშვნელოვანი მოლოდინი გაქრა, არცერთი სხვა მიზეზით, მხოლოდ მიშა-მიშას ძახილით იმაგრებენ ტახტს. დაჩოქილი უნდა ეხვეწებოდნენ უკრაინის მთავრობას, მოითხოვონ თავიანთი მოქალაქე და რეანომობილით მიაფრენდნენ უსაფრთხოდ. ქვეყანამ რომ განმეორებითი უმძიმესი ტრავმა მიიღოს, მაშინ მართლაც ვიხილავთ მათ ბუმბულს, გაშლილს გაფანტულს ველადა. ის ხალხიც კი, ვინც კმაყოფილი იქნებოდა სამართლიანი გასამართლებით და მისჯით, მთავრობის წინააღმდეგ წავა, რადგან “ხალხს უყვარს მეფის სიკვდილი, მაგრამ არ უყვარს მეფის მკვლელი”. შესაძლოა, ბევრს წინასაარჩევნო, ამომრჩევლის გრძნობებზე მანიპულაცია ეგონოს შიმშილობის ეს ფაქტი და სჯეროდეს, რომ დრამა გადაჭარბებულია, მაგრამ მერწმუნეთ, ბევრი ადამიანია გარდაცვლილი ასეთ სახიფათო “თამაშში”. დაუშვებელია, 1% სიცოცხლის რისკის შექმნაც კი,” – წერს ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 25-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი განცხადებით, სანამ პატიმრობაშია, საკვების მიღებას არ აპირებს, თუმცა მედიკამენტოზურ ჩარევაზე თანახმაა.

ექიმთა კონსილიუმმა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეიქმნა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაკვირვებისთვის, ექს-პრეზიდენტის ჰოსპიტალიზების რეკომენდაცია გასცა.

იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საჭიროების შემთხვევაში ყოფილ პრეზიდენტს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

https://mix.metronome.ge/22736-2/

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი”- გაფრთხილება მოსახლეობას
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი?
  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge