ირაკლი კობახიძე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისათვის გაგზავნილ წერილს ჟურნალისტებთან გამოეხმაურა და განაცხადა, რომ წერილზე პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
არ უპასუხიათ, თუმცა დუმილიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია, – თქვა კობახიძემ.
მან ასევე ისაუბრა “MEGOBARI აქტზე” და კვლავ მტრულ აქტად მოიხსეინა.
“ყველამ უნდა სცეს პატივი ქართველი ხალხის არჩევანს, საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველოს დამოუკიდებლობას. „MEGOBARI აქტი“ არის მტრული აქტი ქართველი ხალხისა და საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ“ – განაცხადა კობახიძემ.