31 მაისს, მიუნხენში, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში, ერთმანეთს მილანის „ინტერი“ და ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ დაუპირისპირდებიან.
აღნიშნული მატჩის შესახებ ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ ისაუბრა.
„თანაბარი მატჩი იქნება და დიდი მნიშვნელობა ნახევარდაცვას მიენიჭება. ლუის ენრიკეს კარგი ნახევარდაცვა ჰყავს. შეიძლება ისინი ფიზიკურად ძლიერები არ არიან, მაგრამ ტაქტიკურად სწორად თამაშობენ.
კვარაცხელია, დემბელე, დუე – საოცარი შემტევები არიან. თუ მათ დისკომფორტს არ შეუქმნი, აუცილებლად დაისჯები. ფინალში ინტერს ყველაზე მეტად კვარაცხელიასი უნდა ეშინოდეს.
რაც შეეხება ინტერს, ბაიერნთან და ბარსელონასთან გამარჯვების შემდეგ, მათ რწმენა მიეცათ და შეუძლიათ, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანონ. საინტერესო ფინალი გველის“, – თქვა მან.