„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ ძალა დაამარცხებს.
„როდის დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილის? როცა ფიზიკურად ვიქნებით მზად. თუ ძალით ივანიშვილს არ გავიტანთ, არაფერი გამოვა და ეგ უნდა გვესმოდეს, ძალას უნდა დავუპირისპიროთ ძალა. ყველა, რომ მიხვდება, რომ ბიძინა რაღაც პერფორმანსით არ წავა და ჩვენ ამ ადამიანებთან მოგვიწევს ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა, მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ ეს შედეგი დადგება. მე მზად ვარ რამე დავუშავო, იმ მწამებელ ხარებას, და წავალ ამის გამო ციხეში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.