Friday, July 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ცნობილია, რა გადაწყვეტილება გამოაცხადა სტრასბურგის სასამართლომ ლექსო მაჭავარიანის საქმეზე

May 20, 2025
ცნობილია, რა გადაწყვეტილება გამოაცხადა სტრასბურგის სასამართლომ ლექსო მაჭავარიანის საქმეზე

დღეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე Matchavariani v. Georgia გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომელზეც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის დარღვევა დაადგინა – ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ავრცელებს, რომელიც მაჭავარიანის ინტერესებს იცავდა.

“ლექსო მაჭავარიანი 2020 წელს აქციაზე დააკავეს და იგი ადმინისტრაციულ დაკავებაში 22 საათის მანძილზე ჰყავდათ, საბოლოოდ კი ჯარიმის სახით 1000 ლარი დააკისრეს. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილობრივ სასამართლოს უნდა ემსჯელა, რამდენად კანონიერი, აუცილებელი და პროპორციული იყო ლექსო მაჭავარიანის დაკავება. სასამართლოს განმარტებით,  48 საათიანი დაკავების ფორმალური ლიმიტის დაცვა დაკავებას ავტომატურად კანონიერს ვერ გახდის. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ითვალისწინებს დაკავების შესაძლებლობას და შესაბამისად, არსებობს ფორმალური, საკანონმდებლო საფუძველი, ეს არ ათავისუფლებს სასამართლოებს ვალდებულებისგან შეაფასონ, იყო თუ არა ეს დაკავება აუცილებელი და პროპორციული ქმედება ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, ყოველ მოსარჩელესთან მიმართებით.

ადგილობრივი სასამართლოები ადმინისტრაციულ დავებში მუდმივად უარს ამბობენ დაკავების კანონიერების შეფასებაზე და მიუთითებენ, რომ ამ საკითხზე პირმა დავა ცალკე სასარჩელო წესით უნდა აწარმოოს. სტრასბურგის სასამართლომ ეს მიდგომა ფაქტობრივად დაუსაბუთებლად მიიჩნია, რაც სტრატეგიული ელემენტია მოცემულ საქმეში.

სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია საჩივარი მე-10 და მე-11 მუხლების ნაწილში, რომლებიც გამოხატვის და შეკრების თავისუფლებას გულისხმობს, ასევე არ დააკმაყოფილა საჩივარი კონვენციის მე-6 მუხლის ნაწილში, რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლებას გულისხმობს. ” ნათქვამია TI-ს ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვრცელდება გორში მომხდარი ავარიის კადრები, რომელსაც დედა-შვილი ემსხვერპლა
  • ეჯე ირთემის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია – რას წერს თურქული მედია
  • „გუშინ ჩაფრინდა საქართველოში, დაიძინა და დილით ვერ გაიღვიძა…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge