„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული გირაოს გადახდის საკითხზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
ჯაფარიძის თქმით, გირაოს არგადახდა მისი პრინციპული პოზიციაა.
„გირაოს არგადახდა იყო ჩემი პრინციპული პოზიცია თავიდანვე. მე ვამბობდი, რომ ამ მასკარადში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ, იმიტომ, რომ ეს პარლამენტი არ არის პარლამენტი, ეს კომისია არ არის კომისია და ნებისმიერი სისულელე, რაც არ უნდა დაგავალონ, არ უნდა გააკეთო.
რაც შეეხება იმას, რა შეიძლება მოხდეს თუ ყველა პოლიტიკოსს დააკავებენ, არაფერი, გაჩნდებიან ახალი პოლიტიკოსები. ყველა პოლიტიკოსია ვინც ახლა ქუჩაშია და ვინც იბრძვის. უნდა გაგრძელდეს ბრძოლა. უნდა გაგრძელდეს, პირველ რიგში, წინააღმდეგობა ქუჩიდან და რაც მეტი იქნება, მით უკეთესი“, – ამბობს ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო პროცესი 22 მაისს გაიმართება.
ზემოაღნიშნული გირაოს არგადახდის გამო, პატიმრობა შეეფარდა თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს.
ამასთან, გირაო აქვთ შეფარდებული „კოალიცია ცვლილებისთვის“ სხვა ლიდერებს – ნიკა მელიასა და ნიკაა გვარამიას.