გორში, კომბინატის დასახლებაში ხანძარი გაჩნდა.
თვითმხილველების ცნობით, ცეცხლო ბაქოს ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.
ხანძარი ლიკვიდირებულია.