UNITED24-ის ინფორმაციით, 18 მაისს რუსეთის მიერ კიევზე თავდასხმის შედეგად, დაიღუპა 27 წლის ქალი, რომელიც 4 წლის შვილს გადაეფარა.
UNITED24Media-ში განაცხადეს, რომ ქალი საკუთარი სხეულით 4 წლის ვაჟს, მარკს გადაეფარა. მიღებული დაზიანებები ანასთვის სასიკვდილო აღმოჩნდა.
ბავშვი გადარჩა, თუმცა თვალებზე მძიმე დაზიანებები მიიღო და ამჟამად მკურნალობის კურსს გადის.
