აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და ბაიდენს გამოჯანმრთელება უსურვა.
“მელანიას და მე ძალიან გვაწუხებს ჯო ბაიდენის სამედიცინო დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია. ჯილსა და ოჯახს ყველაზე თბილ და საუკეთესო სურვილებს ვუსურვებთ, ჯოს კი სწრაფ და წარმატებულ გამოჯანმრთელებას“,– წერს ტრამპი.
ცნობისთვის, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის უწყების ინფორმაციით, გასულ კვირას ბაიდენს პროსტატის კიბოს “აგრესიული ფორმის” დიაგნოზი დაუსვეს.
მათივე ცნობით, მეტასტაზები ძვლებზეც გავრცელდა.