ინფექციონისტი, კლინიკა “ნეოლაბის” კლინიკური განყოფილების გამგე, მაია ბუწაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე კოვიდის მკურნალობის არასწორ მეთოდებზე მიანიშნებს და რამდენიმე ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას:
რამდენიმე მარტივი ჭეშმარიტება, რომელიც, სამწუხაროდ, არ აღმოჩნდა მარტივი და ბევრჯერ გამეორებას საჭიროებს:
▪️ „გადასხმები“ არ არის კოვიდის სამკურნალო საშუალება!
▪️ანტიბიოტიკები არ არის კოვიდის სამკურნალო საშუალება!
▪️ ხველა არ ნიშნავს, რომ ადამიანს სჭირდება ანტიბიოტიკი! და საერთოდაც, კოვიდის დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ ადამიანს აუცილებლად სჭირდება რაიმე წამალი!
▪️ კოვიდის დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ ადამიანს სჭირდება კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება!
▪️ კოვიდის მქონე პაციენტში კომპიუტერული ტომოგრაფიით პნევმონიის დიაგნოზი (და რომელიმე ქულით შეფასებული დაზიანება) ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ადამიანს სჭირდება ანტიბიოტიკი!
▪️ კოვიდის დიაგნოზი ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ადამიანს სჭირდება „სისხლის გამათხელებელი“ მედიკამენტი!
▪️ არც D დიმერის ნებისმიერი მომატება არ ნიშნავს, რომ პაციენტს სჭირდება „სისხლის გამათხელებელი“ მედიკამენტი!
▪️ პაციენტს, რომელიც ბინაზეა და არ სჭირდება ჟანგბადი, არ სჭირდება დექსამეტაზონი!
▪️ დექსამეტაზონის გამოყენებას შეიძლება სერიოზული გართულებები ჰქონდეს, ამიტომ თვითნებურად მისი გამოყენება არ შეიძლება!“ , – წერს ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.
https://mix.metronome.ge/22694-2/