საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
„ 🔵რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
➡️ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2024 წლის 29 დეკემბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, მეზობლად მცხოვრებ დედა-შვილს, განსაკუთრებული სისასტიკით ბასრი საგნით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად უმწეო მდგომარეობაში მყოფი დედა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო შვილი დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად სიკვდილს გადაურჩა.
➡️ სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის ,,ე’’, ,,ლ’’ და ,,მ’’ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ; განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.