ბრიტანეთის მოქალაქე, 18 წლის მეი კალი, თბილისის აეროპორტში დააკავეს. შემოწმებისას სამგზავრო ჩანთაში, 12 კილოგრამამდე “მარიხუანა” და 2 კილოგრამი “ჰაშიში” აღმოაჩინეს.
ბელა მეი, საქართველოში ჩამოსვლამდე სხვადასხვა ტროპიკულ ადგილებში მოგზაურობდა და სოციალურ ქსელში ხშირად აქტიურობდა.
ტაილანდში მოგზაურობის შემდეგ, ოჯახს მასთან კონტაქტზე ვერ გადიოდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ 18 წლის ახალგზარდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 12 კგ-მდე ნარკოტიკის გადატანისას დააკავეს.
უცხოური მედიის ცნობით, მეი კალი დიდი ბრიტანეთის “ლეიბორისტული პარტიის“ გარდაცვლილი პარლამენტის წევრის შვილიშვილია.
საქართველოში დაკვებულმა ბრიტანელმა სტუდენტმა სასამართლო დარბაზში განაცხადა, რომ რომ ორსულად იყო და დუმილის უფლებას იყენებდა.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის 4-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273 პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 18 წლის მეი კალს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელის.