ზუგდიდში, ავარიის შედეგად დაშავებული მოზარდებიდან, ორის მდგომარეობა მძიმეა.
არსებული ცნობებით, ერთი ხელოვნურ კომაშია, მეორეს კი თავზე ნეიროქირურგიულ ოპერაციას უტარებენ .
დაშავებულ მესამე მოზარდს კი ხელი აქვს დაზიანებული.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით, ზუგდიდში მიკროავტობუსი სამ მოზარდს დაეჯახა.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.