ცნობილი ხდება ორი ახალგაზრდის ვინაობა, რომლებსაც მტკვარში მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
უტა ელიავა და გიორგი შამუგია იმ მანქანაში იყვნენ, რომელიც მდინარეში გადავარდა.
უტას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
„ნეტავ სიზმარი იყოს… ჩემო სამუდამო და უსასრულო სიყვარულო, გელოდები… ხომ იცი, რომ მე შენ გარეშე არ შემიძლია უტი… გელოდები“, – წერს უტას მეუღლე გვანცა გოროზია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, თბილისში, წუხელ ღამით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ავარიის შედეგად მტკვარში მანქანა გადავარდა, რომელშიც 4 ადამიანი იყო.ადგილზე ამ დრომდე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, მანქანის გადავარდნის დროს ორი გადმოხტა. ერთი დინებამ წაიღო. მეორემ გაცურვა მოასწრო, მისი ამოყვანა მაშველებმა მალევე შეძლეს. ხოლო ორი მანქანაშია. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
ოჯახის ახლობლის თქმით, მომხდარის შესახებ დეტალები დღეს გაიგეს და შესაბამის ზომებს მიმართავენ.
მისი თქმით ახალგაზრდები 25 წლამდე ასაკის არიან და სკოლის მეგობრები იყვნენ.