დღეს პარლამენტმა „MEGOBARI აქტის“ საპასუხოდ მომზადებული სპეციალური განცხადების შინაარსი გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, „საქართველოს პარლამენტი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ „MEGOBAR აქტს“ საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების, მათ შორის საქართველოს პარლამენტის მიმართ უაღრესად მტრული აქტად აფასებს.“
აღნიშნულს პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრი, ლადო კახაძე გამოეხმაურა.
„ჯერ რომ წავიკითხე, ისეთი ემოცია დამეუფლა, რომ ქვეყნის ისტორიაში ყველა ღირსეული ხელმძღვანელი ტაშს დაუკრავდა ამ მიმართვას…
ის გამოვლილი გზა, რომელიც ამ სასწაულ ქვეყანას, რომლის მკვდრებიც ჩვენ ვართ და ამ მონაკვეთში მოგვიწია ჩვენი წვლილი გაგვეღო, იამაყებდა ამ გადაწყვეტილებით“, – თქვა კახაძემ.
შეგახსენეთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBARI აქტს“ მხარი 6 მაისს დაუჭირა.
მეორე დღეს ის სენატმა მიიღო განსახილველად.
