„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, რომ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს.
„ამ წამს, წულუკიანთან არმისვლის გამო ირაკლი ოქრუაშვილი დაიჭირეს.
ანუ მიზეზი არის, უნდოდათ და დაიჭირეს.
პოლიტიკური დევნისა და რეპრესიების ახალი ეტაპი გახსნილად გამოცხადდა
ღირს კი, ადგილობრივ თვითმმართველობაზე და ამათი სიგიჟის ნორმალიზაციაზე ფიქრი?!
პრინციპულობა, ნებისყოფა და გამძლეობა არის გზა, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე“, – წერს მელია.
შეგახენებთ, ზემოაღნიშნულ საქმეზე, ოქრუაშვილს 20 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული.
ირაკლი ოქრუაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.