„ქართული ოცნების“ წევრმა, მამუკა მდინარაძემ მედიასთან საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, ის დუმილი, რაც აშშ-ს მხრიდან მოდის, როგორც მინიმუმ, არის გაურკვევლობა.
„თუ [„MEGOBARI აქტი“] იქნება მოყვანილი მოქმედებაში ოდესმე, მაშინ რა „დიფ სთეითის“ დამარცხებაზეა საუბარი, პირიქით ხდება…
რა უნდა იფიქროს ნებისმიერმა მოქალაქემ, ქვეყნის გარეთ შიგნით, თავად აშშ-ში, რომელიც გათვითცნობიერდება, როგორ?! საქართველოს ხელისუფლება იყო ის გამონაკლისი მსოფლიო საზოგადოებას შორის, რომელიც წინასწარ, თვეებით და წლებით ადრე ლაპარაკობდა იმას, რასაც დღეს, ამერიკელის გადასახედიდან ვამბობ – ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ლაპარაკობს და ამ დროს საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას, ან აქცევენ და ერთი რაც გააკეთეს, რაღაც აქტი შეიმუშავეს, რომელსაც ჯერ მეგობარი დაარქვეს და ამის შემდეგ თურმე ჩვენ გვჭირდება ჩინეთის და გასაგებია რუსეთი ოკუპანტია და შეიძლება რუსეთი ახსენო რაღაც კონტექსტში და გავიგეთ ეს ე.წ. რუსული ნარატივი. მაგრამ ჩინური გავლენებისგან გვათავისუფლებენ თურმე ახლა ჩვენ ჩვენი მეგობრები და წარმოუდგენელი ამბავია, ესაა ხავსი წყალწაღებული ოპოზიციისთვის. მაგრამ, როგორც მინიმუმ, ის დუმილი რაც აშშ-ს მხრიდან მოდის, არის გაურკვევლობა. არის გაურკვევლობა, მათ შორის, “დიფ სთეითთან” წინააღმდეგ ბრძოლაში“, – თქვა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, დღეს დილით სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძემ გამოაქვეყნა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვანსისთვის განკუთვნილი ღია წერილი, რომელიც საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებსა და ამ ურთიერთობის გაგრძელების საკითხს ეხება.