“დიფ-სეითი” არაფორმალიზებული მმართველია, რომელიც ხელისუფლების ყველა შტოს აკონტროლებს და იღებს ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. ასეთი ივანიშვილია, მივიდეს ბატონი ფიშერი და ნახოს”, – ამბობს ხუხაშვილი. მისი განმარტებით, ცოტა ხნის წინ ივანიშვილმა სწორედ ისე, როგორც ნამდვილ “დიფ სთეითს” შეეფერება, კიდევ ერთი პოლიტიკური გადათამაშება გააკეთა და კამიკაძეც აირჩია კობახიძის სახით. ინტერვიუს kvirispalitra.ge გთავაზობთ:
– ცოტა ხნის წინ “ფეისბუკის” გვერდზე დაწერეთ, რომ თითქოს კობახიძის ჯგუფი ცდილობდა ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარეობაზე დაეყოლიებინა.
– ჩემი აზრით, კობახიძე და მისი ამფსონები ძალიან დააფრთხო მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობის მთლიანად “შეტენამ”. ისინი ძალიან კომფორტულად გრძნობდნენ თავს, როდესაც მათ მამაძაღლობაზეც კი ბიძინას ეხოცებოდა ხელი. ამიტომ ცდილობდნენ, ბიძინა კიდევ ერთხელ გაეხადათ ლეგიტიმაციის რგოლი. აშკარად აშინებთ სრული პასუხისმგებლობის აღება, ივანიშვილმა კი ძალიან გონივრულად იმოქმედა – თითქოს თავისიანებიც მოიშორა… გომელაური დარჩა დროებით, მაგრამ ისიც წავა. ეს მანევრი ზუსტად იმაზე მიანიშნებს, რომ კობახიძის ჯგუფი იძულებულია ყველაფერი საკუთარ თავზე აიღოს, მათ შორის მარცხიც. შეიძლება ითქვას, რომ ბიძინამ პროცესებისგან ხელი დაიბანა და ირაკლი კობახიძეს “საბელი დაუგრძელა”. ვფიქრობ, კობახიძე და მისი ამფსონები ხვდებიან, რომ ეს ბიძინას ტაქტიკური თამაშია და ისიც იციან, რომ ფინალში კარგი არაფერი ელოდებათ.
– როგორ წარმოგიდგენიათ, დასავლეთი და რუსეთი როგორ კითხულობენ ამ შიდაპოლიტიკურ თამაშს?
– დასავლეთისთვის ივანიშვილი, როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, შესაძლოა ერთ მომენტში ისევ გახდეს “მოთხოვნადი”. მათ მშვენივრად ესმით, რომ თუ პროცესები საქართველოში სრულიად უკონტროლო გახდა, ერთადერთი, ვისაც მათი ჩაწყნარება შეუძლია, ისევ ბიძინაა. რაც შეეხება რუსეთს, მათთვის კობახიძე უფრო იაფი და კომფორტულია, მაგრამ არასაიმედო, ივანიშვილი კი ძვირია, ამბიციებიც აქვს, მაგრამ კრიზისისას ისევ მას მიუკაკუნებენ.
– ამ დროს სად არის ოპოზიცია?
– არ ვიცი, მეც ეს მაინტერესებს. ბოლო სამი თვეა არც ერთ მათგანთან, მათ შორის, არც სალომე ზურაბიშვილთან არ მისაუბრია. აზრი არა აქვს და იმიტომ… განაგრძეთ კითხვა…