„ქართული ოცნების“ წევრმა, ნინო წილოსანმა ფაშიზმზე გამარჯვების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, ფაშიზმი – ეს დიდი ბოროტება – ევროპაში დაიბადა, საქართველო კი მაშინაც ებრძოდა და ახლაც ებრძვის ყველაფერ არასწორს.
„9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ სამწუხაროდ, სწორედ ევროპის წიაღში იშვა ეს დიდი ბოროტება და საბედნიეროდ, საქართველო მაშინაც ებრძოდა ყველაფერ არასწორს, ისევე როგორც დღეს.
მაშინ, როცა ევროპის რიგმა ქვეყნებმა უომრად გაუღო კარი ფაშისტებს და ბევრ ქვეყანაში ნოყიერი ნიადაგიც ნახა ფაშისტურმა იდეოლოგიამ, საქართველომ 400 000-მდე გმირი მებრძოლი შესწირა ხალხის წამების, სიძულვილის და მსოფლიოს დაპყრობის წინააღმდეგ ბრძოლას.
[…] წელს 9 მაისს ვნახეთ ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც აღნიშნავდა ჩვენს გამარჯვებას ფაშიზმზე და მეორე პატარა ნაწილი ევროპის დღის აღნიშვნით დაკავებული. […] რა არის 9 მაისის მორალი? – ჩვენ გმირების ქვეყანა ვართ და ყოველთვის სწორ მხარეზე ვდგავართ, ევროპაში კი ყოველთვის ყველაფერი სწორი არ იბადება, და ის ფაქტი, რომ ფაშიზმი დაიბადა და გაღვივდა ევროპის შუაგულში გვიჩვენებს, რომ ჭეშმარიტების კომპასი არ არის გეოგრაფია“, – აღნიშნა წილოსანმა.