Wednesday, May 14, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

2 დღის წინ მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, „რატის ბარი“ განცხადებას ავრცელებს

May 13, 2025
2 დღის წინ მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, „რატის ბარი“ განცხადებას ავრცელებს

2 დღის წინ, „რატის ბარში“ მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, ბარის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს.

„გამარჯობა

პირველ რიგში, ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, გამძლეობას ვუსურვებთ ამ რთულ პერიოდში. დაპირისპირება მოხდა ორ სტუმარ მხარეს შორის და არანაირ შუაში არ არის რატის ბარის არც ერთი თანამშრომელი. მომუშავე პერსონალი მომხდარ დღეს დაიკითხა შსს-ს მიერ. ჩვენ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ მომხდარ ფაქტზე დაკავებულია 2 პირი. დამნაშავე უნდა დაისაჯოს!

როგორც ჩანს, საზოგადოების ნაწილისთვის რთულია, გაარკვიოს რა არის სიმართლე და რა ტყუილი. ეს არ არის პირველი შემთხვევა ჩვენი ბარის მიმართ დეზინფორმაციის. ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რაც სოციალურ ქსელში იწერება, გთხოვთ, თავი შეიკავოთ წინასწარი დასკვნებისგან. დაელოდეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ეს საზარელი შემთხვევა ჩვენი გუნდისთვის უდიდესი ტრავმაა, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, „რატის ბარში“ 18 წლის ალეკო შაკიაშვილი მოკლეს.

12 მაისს პროკურატურამ წარსულში სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევ 36 წლის ივანე გიგლემიანს, ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას ხულიგნური ქვენაგრძნობით და სასჯელის ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

45 წლის რაჯი პაკელიანს კი გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას (სსკ-ის 376-ე მუხლი) ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ელის.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ 11 მაისს, დაახლოებით 05:30 საათზე, „რატის ბარში“ ბრალდებულმა კაცმა ალეკო შაკიაშვილს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები დანით მიაყენა. ახალგაზრდა მიყენებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, რომელიც პროკურატურის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და იცოდა, რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, განზრახ მკვლელობა, ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როდემდე გაგრძელდება უამინდობა – განახლებული პროგნოზი
  • ძლიერი მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი?
  • „7 თვის ბავშვს წამლის სასიკვდილო დოზა მისცა…“ – ძიძას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge