Wednesday, May 14, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ენგურჰესიდან“ გამომუშავებული ელ. ენერგიის 70%-ზე მეტი მიაქვთ რუსებს და ჩვენ ამავე ენერგიას უკან ვყიდულობთ საბაზრო ფასად…“ – რას წერს გიორგი ქადაგიძე?

May 13, 2025
„ენგურჰესიდან“ გამომუშავებული ელ. ენერგიის 70%-ზე მეტი მიაქვთ რუსებს და ჩვენ ამავე ენერგიას უკან ვყიდულობთ საბაზრო ფასად…“ – რას წერს გიორგი ქადაგიძე?

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვრცელ პოსტს, რომელიც „ენგურჰესიდან“ გამომუშავებულ ელექტროენერგიას ეხება.

„ენგურის ჰიდროელექტროსადგური ჩვენი ენერგეტიკული სისტემის შეუცვლელი სიმძლავრეა, რომელიც ქვეყნის ჯამური მოხმარების 25%-ს უზრუნველყოფს. მისი მართვის პუნქტი რუსების კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ხოლო კაშხალი – ჩვენსაზე.
2008 წელს, რუსეთთან დაძაბულობის პიკში გაფორმებული შეთანხმების თანახმად, რუსებს მიჰქონდათ წარმოებული ელექტროენერგიის 40%, ხოლო საქართველოს რჩებოდა 60%.
დღეს კი, ღიად პრორუსული ხელისუფლების პირობებში, “არგაღიზიანების” უმაგრესი პოლიტიკის შედეგად, რუსებს მიაქვთ გამომუშავებული ენერგიის 70% ზე მეტი. ამასთან ზამთარში, როცა ფასი ყველაზე მაღალია, რუსებს მიაქვთ 100%, მონღოლური ხარკის საუკეთესო სტილში.
ფიქრობთ, ამითი მთავრდება ეს ცინიზმი? არა, შემდეგ იგივე ელექტროენერგიას უკან ვყიდულობთ და ამაში საბაზრო ფასს ვიხდით. ჩვენივე წარმოებულ, ჩვენთვის წართმეულ დენს უკან ვყიდულობთ! ამას, უტიფარი ჩინოსნები კონკურენციად გვასაღებენ.
ფიქრობთ, სულ ეს არის? არა, ამ ელექროენერგიას ვყიდულობთ არა პირდაპირი გზით, არამედ შუამავალი ოფშორული კომპანიების მეშვეობით, სადაც ჩვენი “რენესანსა” ბიზნესმენები ცალკე იღებენ დაუმსახურებელ მოგებას და ამით წილში უზიან მთელ ქვეყანას.
დამატებით, ამ პრივილეგირებულ ე.წ. ბიზნესმენებს, ენგურის საექსპორტო დენი მიაქვთ ზაფხულში, როდესაც ის ყველაზე იაფია, ამ დროს მოსახლეობა ძვირ დენს ყიდულობს აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან.
ახლა მაინც ხომ გაიფიქრეთ, რომ რა უნდა იყოს ამაზე მეტი უტიფრობა? მაგრამ არა, ამითი არ მთავრდება ეს ამბავი: საკუთარი ბიტკოინების ქარხნებისთვის სპეციალური რეჟიმის წყალობით, იგივე ელქტროენერგიას გადასახადების (დღგ-ს) გარეშე ყიდულობენ. ზუსტად იმ ენერგიას, რაშიც საქართველოს თითოეული მოქალაქე იხდის გადასახადს. აქვე შეგახსენებთ, რომ დამატებით ელექტროგადაცემის ხარჯი ცალკე ტარიფშია გათვალისწინებული. პლიუს, ამ ოპერაციას რეექსპორტს უწოდებენ და კუთვნილ მოგების გადასახადსაც “კანონიერად” თავს არიდებენ.
გამოდის, რომ ისევ ჩვენ, თითოეული მოქალაქე, უკვე მერამდენე წრეზე ვუსუბსიდირებთ მათ მოგებას.
ოკუპანტთან შეხმატკბილებული, საკუთარი მოსახლეობის ასეთი მასშტაბის ძარცვის მაგალითი ალბათ ყველაზე ჩამორჩენილ აფრიკულ რეჟიმებშიც არ მოიძებნება.
ამიტომ უნდათ რუსეთი, ამიტომ უნდა ოლიგარქია, ამიტომ ეზიზღებათ კანონი და თანაბარი პირობები, ყველაფერი დასავლური და, შესაბამისად, ქართული“, – წერს ქადაგიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როდემდე გაგრძელდება უამინდობა – განახლებული პროგნოზი
  • ძლიერი მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი?
  • „7 თვის ბავშვს წამლის სასიკვდილო დოზა მისცა…“ – ძიძას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge