დაპატიმრებული ბიზნესმენის, გიორგი ჩიკვაიძის დედა, ეკა წერეთელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„პოლიტპატიმარმა გიორგი ჩიკვაიძემ დღეს 18:00 საათიდან გამოაცხადა სრული შიმშილობა და სრული უნდობლობა პენიტენციური სამსახურის მიმართ!!!“, – წერს ის.
შეგახსენებთ, დღეს ეკა წერეთელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას ციხეში შვილისთვის საკვების მიწოდების საშუალება არ მისცეს.
პატიმარი ბიზნესმენის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სწორედ ამას უკავშირდება.