აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ინდოეთი-პაკისტანის დაპირისპირების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა.
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ინდოეთი-პაკისტანის დაპირისპირების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა.
მისი თქმით, ვაშინგტონის შუამავლობით, ისინი ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
„სიამოვნებით გაცნობებთ, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა, აშშ-ის შუამავლობით ღამის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ სრულ და დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს“, – დაწერა ტრამპმა.
ტრამპის ცნობით, მოლაპარაკებები აშშ-ის შუამავლობით მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„ორივე ქვეყანას საღი აზრის გამოყენებას ვულოცავ“, – აღნიშნავს ის.
© 2023 Mix.Metronome.Ge