Saturday, May 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

„პოლიტპატიმრობა თქვენი “ხოშით” არ განისაზღვრება, სააკაშვილი პოლიტპატიმარია“ – ვის მიმართავს ლევან სანიკიძე?

May 10, 2025
„პოლიტპატიმრობა თქვენი “ხოშით” არ განისაზღვრება, სააკაშვილი პოლიტპატიმარია“ – ვის მიმართავს ლევან სანიკიძე?

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან სანიკიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვრცელ პოსტს, რომელის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობის საკითხს ეხება.

„მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია!
ამაში თუ ეჭვი შეგაქვს, გილოცავ! – შენ ხარ სტანდარტული ქოცი.
პოლიტპატიმრობა თქვენი “ხოშით” არ განისაზღვრება. ეგაა ზუსტად ქოცობა – “ეს მევასება და პოლიტპატიმარია, ეს არ მევასება და ჩალპეს”.
საბედნიეროდ მთელი დასავლური სამყარო, ევროპარლამენტი, სენატი, კონგრესი, მსოფლიო ლიდერები აღიარებენ იმ ფაქტს, რომ მიშა პუტინის პირადი პატიმარია და ამ ჩემს ფეხებს რამდენიმე ქართველი “ლევაკი” თუ სხვა ჭკუაზეა.
ამავეს ადასტურებდა არჩევნებამდე ჩატარებული ყველა ადგილობრივი სოციოლოგიური გამოკითხვა, სადაც ამომრჩეველთა უმრავლესობა მხარს უჭერდა მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებას.
მარტივად ავხსნათ:
1. მიშა ბიძინა ივანიშვილის მთავარი ოპონენტია. როგორ წარმოგიდგენიათ, თუ სამოქალაქო აქტივისტს არ აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება, ბიძინა მიშას მისცემდა ამის ფუფუნებას?
2. მიშა გაასამართლეს სანქცირებულმა, კორუმპირებულმა მოსამართლეებმა. აი, იმათმა ახლა ვინც ბიჭებს ასამართლებენ. მიშასთან უმაღლესი სტანდარტები დაიცვეს და ახლა გაბოროტდნენ?
3. სააკაშვილის ყველა საქმე პირადად შეკერა ივანიშვილის ყოფილმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს ჰყავს დასანქცირებული და გუშინ, 9 მაისს პუტინთან ერთად იდგა წითელ მოედანზე.
4. მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა თავად ოცნების არაერთ მაღალჩინოსანს აქვს დადასტურებული – “შეეშვას პოლიტიკას და შევეშვებითო”. საუბარი ზედმეტია წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე, რომლის მთავარი მიზანია 2008 წლის ომში ჩვენი დადანაშაულება და ნაციონალური მოძრაობის აკრძალვა.
5. ჩართეთ რუსული პროპაგანდისტული არხები და მიხვდებით ვისი შეკვეთითა და დაკვეთით ზის მიშა ციხეში. მკიდია, საქართველოში არათუ ყოფილი პრეზიდენტს, არამედ არავის დავაჩაგვრინებ რუსს.
კაცი კლასიკური პოლიტპატიმარია!
უბრალოდ უნამუსობაა რაც გუშინ მოხდა. ამიტომ მინდა ევროპა, არც ბიძინამ, არც ვიღაც მემარცხენემ არ უნდა გადამიწყვიტოს აქციაზე რა ბანერით მივალ.
ღმერთმა დამიფაროს ბიძინას, პუტინს, სიმონიანს და თეა წულუკიანს დავემთხვე რამეში.
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!✊🏻🇬🇪
თავისუფლება მიშას!✊🏻🇬🇪“, – წერს სანიკიძე.

შეგახსენებთ,გუშინდელი აქციის ერთ-ერთი მონაწილე დემონსტრაციაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სურათით მივიდა, რასაც აქციის სხვა მონაწილეების უკმაყოფილება მოჰყვა. უკმაყოფილება დაპირისპირებაში გადაიზარდა და მოქალაქეს, რომელსაც სააკაშვილის სურათი ეჭირა, თავს დაესხნენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „გიორგი ჩიკვაიძემ სრული შიმშილობა გამოაცხადა“ – ჩიკვაიძის დედა
  • „12 მაისს ცეცხლის უპირობო შეწყვეტა უნდა ამოქმედდეს…“ – რას აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი?
  • „ძვლები აქვთ ჩამსხვრეული“ – როგორია ხაშურში დაჭრილი 3 მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge